მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ მისი ვაჟი "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობდა. მაია მიმონოშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ მისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მინისტრის გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა დასახელებული მიზეზი, თითქოს მაია მიმონოშვილსა და განათლების სამინსტროს შორის პრიციპული შეუთავსებლობა იყო, მისთვის გაუგებარია.
.
"არ მესმის, რას ნიშნავს პრინციპული შეუთავსებლობა. ახლა მთლიანად ორიენტირებულები ვიყავით გამოცდებზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ საქმეს არც თუ ცუდად ვაკეთებდით. მე ჩემი მოსაზრება მქონდა განათლების სისტემასა და გამოცდების შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ამის უფლება ყველას აქვს. თუ ამას გულისხმობდა მინისტრი პრიციპულ შეუთავსებლობაში, ეს მისი პირადი პრობლემაა", - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს" მაია მიმინოშვილმა.
რაც შეეხება, ადრეც ასრებობდა თუ არა სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს შორის "პრინციპული შეუთავსებლობა", მიმონოშვილი ამ საკითხზე კომენტარისაგან თავს იკავებს.
შგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ოფიციალურ განცხადებაში, გათავისუფების მიზეზად განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობაა დასახელებული.