განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე მაია კობახიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნავს, რომ მაია მიმინოშვილის განთავისუფლების შესახებ კომენტარის გაკეთება მათ კომპეტენციაში არ შედის, რადგან ორგანიზაცია მხოლოდ პროფკავშირების წევრების უფლებებს იცავს.
,,ჩვენ ვმუშაობთ პროფკავშირების წევრების უფლებების დაცვაზე და ქალბატონი მაია მიმინოშვილი ჩვენი ორგანიზაციის წევრი არ არის და ამდენად ჩენს კომპეტენციის ფარგლებს სცდება ამ განთავისუფლების შესახებ განცხადების გაკეთება", _ განაცხადა მაია კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობის პირობებში ეროვნულ-საგამოცდო ცენტრმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
"ქალბატონი მაია არის დამსახურებული, შრომისუნარიანი და შედეგიანი სპეციალისტი და მისი ხელმძღვანელობის დროს ეროვნულ-საგამოცდო ცენტრს ძალიან ბევრი წარმატებები ჰქონდა",_ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" განათლების პროფკავშირების თავმჯდომარემ მაია კობახიძემ
შგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ოფიციალურ განცხადებაში, გათავისუფების მიზეზად განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობაა დასახელებული. თუმცა თავად მიმინოშვილისთვის განთავისუფლების მიზეზი გაუგებარია.