,,ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით, თბილისის მოსახლეობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადაა, _ აღნიშნა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" მანანა კობახიძემ. მისივე თქმით, ხალხმა ივანიშვილის მიერ მანიფესტაციაზე გაკეთებული გზავნილები კარგად მიიღო.
,,ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე: გუშინდელი დღე იყო დიდი გამარჯვების დასაწყისი, ქვეყნის გაერთიანების დასაწყისი. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 200 000 თბილისელი ადამიანი იყო აქციაზე მოსული, რომელთაც ,,ქართული ოცნების" მისამართით მხარდაჭერა ღიად გამოხატეს. გუშინდელმა დღემ ნათალად დაგვანახა, რომ თბილისი ოქტომბრის არჩევნებისთვის რეალურად მზად არის და ხმას აძლევს ქვეყნის გამთლიანებას, დემოკრატიას, სამართლიან სასამართლოსა და იმ სოციალური პრობლემებს რომელსაც ,,ქართული ოცნება" შესთავაზებს საზოგადოებას: ეს იქნება უფასო ჯანდაცვა დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე, ეს არის ხელმისაწვდომი განათლება, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და რა თქმა უნდა, ურთიერთობის დარეგულირება ქვეყანასთან, რომელთანაც დღეს ჩვენ პრობლემური ურთიერთობა გვაქვს, ვგულისხმობ, რუსეთს და ა. შ. შესაბამისად გზავნილები, რომელიც ბატონმა ბიძინამ გაჟღერა ერთი საათის განმავლობაში, იყო ის გზავნილები, რომელიც საზოგადოებამ კარგად მიიღო და ხალხის მოლოდინი არის ძალიან დიდი", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.
შეგახსენებთ: 27 მაისს ,,ქართულმა ოცნებამ" საარჩევო კამპანიის დაწყების ფარგლებში მანიფესტაცია გამართა.