პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით ვერაფერს დრამატულს ვერ ხედავს.
როგორც მან ,,ქართული ოცნების,, მიერ 27 მაისს გამართული აქციის შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, ვერაფერს უარყოფითსა და დრამატულს ვერ ხედავს იმაში, რომ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, ადამიანებმა საკუთარი მოსაზრება გამოხატონ.
„ეს არც პირველი აქცია იყო საქართველოში და არც უკანასკნელი, უფრო დიდი აქციებიც გვინახავს და უფრო მცირეც. ჩვენი ამოცანაა არა ის, რომ ადამიანები ვთვალოთ და აქციების მიხედვით ვაფასოთ პოლიტიკოსების ძალა, არამედ, გავაგრძელოთ იმის კეთება, რაც ადამიანებს ცხოვრებას გაუადვილებს, მათ პრობლემებს და ქუჩაში გამოსვლის საჭიროებას მოუხსნის", - აღნიშნა ბაქრაძემ და დასძინა, რომ საქართველოში აქციები დემოკრატიის ჩვეულებრივი და ბუნებრივი ნაწილია.