ლეიბორისტები ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლებას ითხოვენ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის შვილის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და მას უკანონოს უწოდებენ.
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი აცხადებს, რომ ლეიბორისტები ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლების შემთხვევაში თავდებად დაუდგებიან. შატბერაშვილის თქმით, ლეიბორისტების მოთხოვნას "მრგვალი მაგიდის" წარმომადგენლებიც უერთდებიან.
"ცოტნე გამსახურდია პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარია. გარდა ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სიკვდილის პირამდეა მისული. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს სასწრაფოდ არ გაათავისუფლებენ და პატიმრობისას რამე დაემართება, სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს დაეკისრება", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.