"ქართული ოცნება" თბილისის მსგავსად მასშტაბური მანიფესტაციის ჩატარებას ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში გეგმავს, თუმცა მანამდე 7 ივნისს ,,ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში გაიმართება.
"7 ივნისს ქუთაისში ვიქნებით. Yყველა ქალაქში ალბათ, ამ დონის აქციები ვერ ჩატარდება, მაგრამ აუცილებლად ჩატარდება ბათუმში, აუცილებლად ზუგდიდში, თელავში ჩატარდება აუცილებლად მსგავსი დიდი აქციები. გარდა ამისა ჩვენ გვექნება ჩასვლები პატრა ქალაქებსა და სოფლებში. მე ვცდილობ, არც ერთი ქალაქი და მაქსიმალურად სოფლების დონეზეც კი მოვახერხო და მოვიარო არჩევნებამდე და ასევე იზავენ კოალიციის სხვა ლიდერები", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, რეგიონებში ხალხს ამ ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
,,რეგიონებში განწყობა არის, მე მაქვს მხედველობაში ხელისუფლებასთან განწყობა, მიუღებლობა იგივეა რაცაა თბილისში. ოღონდ კონტაქტურად ესენი ახერხებენ უფრო იოლად დათრგუნონ სოფლები და რაიონები სადაც უფრო ცოტა ხალხია და ამას ჩვენ წამოვწევთ. ესენი ერთი ხუთზე მიდიან და ახერხებენ დაშინებას და იქ შევქმნით ამ მუხტს, რადგან რეგიონებში არანაკლები მუხტია და განწყობა რეგიონებში არის იგივე, რაც თბილისში", _ აცხადებს ივანიშვილი.