28 მაისს თბილისში, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული, აზებაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოს რესტორანი „კრწანისი" უმასპინძლებს.
საღამოზე მოწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საჯარო და კერძო დაწესებულებების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართველი აზერბაიჯანელების სათვისტომოს წარმომადგენლები.
აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტიც მიუერთდა - მიხეილ სააკაშვილმა დღე დილით თავის კოლეგას ილჰამ ალიევს და მთელ აზერბაიჯანის ერს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.