"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 27 მისის მანიფესტაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ევროპისთვის, ასევე აშშ-ისთვის, _ განცხადა ჟურნალისტებთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
"გუშინდელ დღეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელებისთვის. Dდიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრის, ყველაზე ძლიერი პარტნიორის ამერიკისთვისაც. მათ დაინახეს ჩვენ რეალურად როგორი კულტურული ხალხი ვართ, როგორი ხალხი ვართ და როგორ გვაქვს სწრაფვა თავისუფლებისაკენ, რომ ქართველების სწრაფვა თავისუფლებისაკენ არის დაუოკებელი, არის ორგანიზებული და არის შეგნებული, შემეცნებული და ამის შეჩერებას ვერავითარი ძალა ვერ შეძლებს", _ განცხადა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინდელ დღეს მისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.
"არ დაგიმალავთ და ჩემთვისაც ძალიან კარგი იყო, რაც გუშინ მოხდა. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ მე მჭირდებოდა ამის მტკიცებულება. დაახლოებით ისე - გამოცდა კარგად ხუთიანზე, რომ გაქვს მომზადებული და მაინც განიცდი. სანამ ხუთიანს არ მიიღებ მანამდე მაინც განცდაში ხარ და გუშინ ჩემი ეს რწმენა გამტკიცდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე", _ განცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ: "ქართულმა ოცნებამ"M წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში მასშტაბური მანიფესტაცია გამართა.