ტიბეტში ორმა მღვდელმა ბუდისტურ ტაძრთან თავი დაიწვა. შემთხვევა ლხასში ბუდისტურ ტაძართან, ტურისტებისათვიის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილზე მოხდა.
ჩინეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ თვითმკვლელი მღვდლები ტიბეტის ჩინეთისაგან გამოყოფის კამპანიაში მონაწილეობენ.
ბი-ბი-სის ინფორმაციით კი, ამ სახით ჩინეთის მიერ ტიბეტის მმართვის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროტესტის ამ სახით გამოხატვა ლხასში მოხდა.