მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook-ი Opera-ს შეძენას აპირებს და ამ მიმართულებით ინტენსიურ მოლაპარაკებებსაც აწარმობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ს საკუთარი სახელობის ინტერნეტ ბრაუზერის შექმნა სურს. ამ პროექტით კი Facebook-ს სურს კონკურენცია გაუწიოს Google Chrome-ს, Microsoft Internet Explorer-ს და Mozilla Firefox-ს.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, Opera პოპულარულ ბრაუზერებს შორის მეხუთე ადგილზეა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Opera-ს სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით მობილურის ვერსია- Opera Mini გააჩნია და ამ სესვისით ყოველთვიურად მსოფლიოში 270 მლნ ადამიანი სარგებლობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიული Opera ახალი პარტნიორების ძიებაშია და მისი სურვიულია, რომ ბაზარზე საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს, შექმნას ახალი პროდუქტები და მსოფლიოს ნომერ პირველი ბრაუიზერი გახდეს.