სირიის ოპოზიციის აქტივისტები ქალაქ ჰამაში 30 დაღუპულის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ბი-ბი-სის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებიდან გადამოწმება შეუძლებელია, ადგილზე მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების გამო.
გაეროს უშიშროების საჭომ უკვე დაგმო ქალაქ ჰულაში 108 ადამიანის, მათ შორის 34 ბავშვის დაღუპვა.
სირიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მათ ამ მკვლელობების სერიასთან საერთო არაფერი აქვთ.
ქვეყნაში ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა, რომლის მიხედვითაც დაპირისპირებულლ ძალებს ცეცხლი უნდა შეეწყვიტათ ფაქტობრივად არ მუიშაობს.
გაეროს მონაცემებით, გასული წლიდან სირიაში 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.