თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით შვიდი თვის ჩვილი გარდაიცვალა. მას თავდაპირველიმკურნალობა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში უტარდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩვილი თბილისი ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
ექიმება ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს და ჩვილი საავადმყოფოში მიყვანიდან სამი საათის შემდეგ გარდაიცვალა.