დღეს, 28 მაისს, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით, გააგრძელებს ერთობლივ, ქართულ-შვედურ სემინარს, თემაზე "საბავშვო ბიბლიოთეკები".
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის საკრებულო.
სემინარზე მოხსენებებით წარდგებიან: ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორი, უფსალას უნივერსიტეტის წარმომადგენლი ლენა კორელანდი, ეკერო კულტურის (სტოკჰოლმის ეკეროს კომუნის კულტურული კომუნალური ორგანიზაციის) ხელმძღვანელი ლენარტ ლუნდბლადი, საბავშვო სასკოლო და გიმნაზიის ბიბლიოთეკარი ინგრიდ შელსტრომი, საბავშვო მწერალი ევა სუსო, საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნათია გაბრიჩიძე, საბავშვო ლიტერატურის გავითარების ფონდის ხელმძღვანელი ირმა მალაციძე.
სემინარზე დასწრების მსურველები ორგანზტორებს უნდა დაუკავშირდნენ მისამართზე: libo.fund@gmail.com.
სემინარმა მუშაობა 27 მაისს დაიწყო.