"ჩვენ ვიწყებთ, რათა პენსიონერებს ჰქონდეთ ისეთი პენსია, რომ ღირსეულად ცხოვრება შეეძლოთ", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.
"ჩვენს ომისა და შრომის ვეტერანებს პატივი მივაგოთ და სათანადო სოციალური შეღავათებით უზრუნველვყოთ. ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, როგორ უნდა დავძლიოთ და გადავჭრათ ეს პრობლემები", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.