"დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ სახელმწიფოს მთავარი ღირებულება და საზრუნავი გახდეს ადამიანი და რომ ყველა მოქალაქე თანასწორი იყოს კანონის წინაშე", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდრემა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.
მისივე თქმით, დღეს "ქართული ოცნება" ბრძოლას იწყებს: თავისუფალი ბიზნესგარემსათვის, მეწარმეობის განვითარებისათვის, საკუთრების ხელშეუხებლობსთვის, დასაქმებულთა სოციალური დაცვის გარანტიებისათვის - რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს უმუშევრობის დაძლევას და სამუშაო ადგილების შექმნას.
"უმუშევრობის პრობლემა მოკლე ხანში მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი შესაძლებლობის შესატყვისი სამსახურის პოვნა და ამით ოჯახის რჩენა და ჩვენ ამას შევძლებთ!
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დასაქმება, რათა მათ ჰქონდეთ შრომისა და წარმატებული კარიერის პერსპექტივა საკუთარ სამშობლოში და არა სადმე სხვაგან.
ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას სამართლიანი სასამართლოსთვის და სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებისათვის, რათა სამართალი დავუბრუნოთ ხალხს", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.