კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე ხელისუფლების მაღალი ეშელონებისა და ქართველი ბიზნესმენებს მიმართა.
"ერთი ადამიანი ვერ იქნები ბედნიერი, რაც არ უნდა წარმატებული იყო, თუ შენს სამშობლოს მრავალი გასაჭირი ადგას.
სწორედ ამიტომ, თავს უფლებას მივცემ და ხელისუფლების მაღალი ეშელონებისა და ქართველი ბიზნესმენების გასაგონად ვიტყვი: ვერანაირი პირადი მატერიალური კეთილდღეობა ვერ მოგანიჭებს ბედნიერებას, როდესაც შენი ხალხი უბედურია, როდესაც მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკის ვალი ახრჩობს, როდესაც გისოსებს მიღმა უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს უნდა დასრულდეს!", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.