,,კოლიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი ყოველთვის ქვეყნის სამსახურში იდგა, თუმცა ქვეყანა გარდამავალი პერიოდიდან ვერ გამოვიდა და ყოველდღიურად უფრო ჩიხში შედის', _ განაცხადა ივანიშვილმა მანიფესტაციაზე.
,,მთელი ჩემი ცხოვრება შეძლებისდაგვარად ვცდილობდი ვყოფილიყავი არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ქვეყნის სამსახურში. ჩემი რესურსების გამოყენებით ხელი შემეწყო სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის. ვცდილობდი დავხმარებოდი ადამიანებს გარდამავალი პერიოდის სირთულეების გადატანაში, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ გარგამავალი პერიოდის დასრულებას არა და არ დაადგა საშველი. იცვლებოდა ხელისუფლება, მაგრამ ქვეყანა ერთი ჩიხიდან მეორეში შედიოდა", _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, მოჯადოებულ წრეში ტრიალი კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა.
,,ასეა დღესაც. მოჯადოებულ წრეში ტრიალი უკვე კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყავს უგუნური მმართველი, რომელიც დღითი დღე კარგავს საღ აზრს. ამას ყოველი ჩვენგანი კარგად ხედავს. ხედავენ ისინიც ვინც ჯერ კიდევ იძულებულები არიან შეასრულონ მისი უკანონობა, ხშირად ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები. ჩვენ კარგად ვიცით ვისთნ გვაქვს საქმე, რასთნ გვაქვს საქმე", _ განაცხადა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნება" წინასაარჩევო კამპანიის დაწყების ფრგლებში თავისუფლების მოედანზე მანიფესტაციას მართავს.