კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე ავიდა და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქცია საქართველის ჰიმნით გაიხსნა. თავისუფლების მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ხალხია შეკრებილი. გადაკეტილია ყველა ახლომდებარე ქუჩა.
"მე არავინ მიყვარს ისე როგორც ჩემი ხალხი და საქართველო ბედნიერი ვარ რომ ერთად ვართ და ერთად ვიწყებთ ბრძოლას ერთიანი ძლიერი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისათვის. ჩვენი ერთობა და ჩვენი სიმრავლე ადასტურებს იმას, რომ ჩვენი წინაპრების ცხოვრებას და თავდადებას უქმად არ ჩაუვლია - გავიხსენოთ ჩვენი გმირები, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპნენ და გავიხსენოთ შარშან 26 მაისს დახვრეტილი ადამიანები და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა: "ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ძლიერი, განვითარებული საქართველო და სახელმწიფო სადაც თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ".