"უღირსმა მედროშემ ღირსეულად ვერ ატარა საქართველოს დროშა, რომელივ მთავარი წლის მანძილზე ფრიალებდა საქართველოს თავზე", _ განაცხადა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას პოეტმა დავით მაღრაძემ.
"საქართველოს მოსახლეობამ ამ დროშის დაბრუნების პროცესი დაიწყო, იმიტომ რომ ეს დროშა საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნის და არა რომელიმე ერთ ვიწყო პოლიტიკურ ორგანიზაციას. საქართველოს მოსახლეობას ეკავა ეს დროშა საუკუნეების განმავლობაში. საქართველოს მოსახლეობამ დროშასთან ერთად უნდა დაიბრუნოს საქართველოს გერბი და უნდა დაიბრუნოს ჰიმნი. წინ ილიასკენ", _ განაცხადა დავით მაღრაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.