მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა, ჩვენი სამართალი პურს ჭამს. განაცხადა თავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნების" მიტინგზე შეკრებული საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ.
"გუშინ მიხეილ სააკაშვილი ყელყელაობდა - ისევ დაპირებების იძლეოდა და გვატყუებდა, მაგრამ ამდენ ტყუილში ერთი სიმართლე წამოცდა, მან თქვა: მე არ ვაპირებ არაფერის შეცვლას მე ისევ გავაგრძელებ იმას რასაც აქამდე ვაკეთებდიო. მან ტყვია დაგვახალა, მან გაზით მოგვწამლა, მან სისხლის გუბეებში აცურავა ჩვენი ღირსეული ადამიანები. მაგრამ ვერ დაგვაშიან და დღევანდელი დღე ამის დასტურია", _ განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ და აღნიშნა, რომ დღეიდან სამართლაინობისათვის ბრძოლა იწყება.
"დღეიდან ვიწყვებთ ბრძოლას სამართლიანობისათვის, ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი სამართალი პურს ჭამს", _ განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.