"თუ ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში ხალხზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება და ამყველაფერს ჩვენ უზარმაზარი ძალისხმევა უნდა დავუპირისპიროთ, თუ საჭირო გახდა შიშველი მუშტებით დავდგეთ ჩვენი ენის, მამულის და სარწმუნოების დასაცავად! მეგობრებო, გვერდით დავუდგეთ ქართველი ხალხის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ქართველი ხალხი მისი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ ერთმა ლიდერმა ყოფილმა ფეხბურთელმა კახი კალაძემ თვაისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ის თავისი ქვეყნის ერთი რიგითი ჯარიკაცია, რომელსაც არ სურს, რომ "მუდამ კასტრირების შიშის ქვეშ მყოფი მთავარსარდალი ყავდეს!".
"მიშა, ხალხი აღარ გენდობა, შენ უნდა წახვიდე! უნდა ისწავლო წასვლა და არა გაქცევა, ისე როგორც გაიქეცი ბრძოლის ველიდან თუ პარლამენტიდან! მიშა იცოდე, რომ საქართველოს მოსახლეობა თავის ბრწყინვალე სამშობლოს დაიცავს. ქართველი ერის ბრძოლა სამართლიანია და ქართველი ერი აუცილებლად გაიმარჯვებს!", _ განაცხადა კალაძემ.