"გამარჯვების გზაზე მდგარნო მამულიშვილნო, მოგესალმებით. თავს ნება მივეცი, რომ ორიოდ სიტყვა გითხრათ, ერთი წლის წინ დამოუკიდებლობის დღეც კი წაგვიბილწეს და ქართველთა სისხლი დაღვარეს, მაგრამ ვერ შეგვაჩერებენ, დღეს ასი თასობით ქართველი ვართ აქ", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ ერთმა ლიდერმა ყოფილმა ფეხბურთელმა კახი კალაძემ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ დასაკარგი ბევრი აქვთ უკანონოდ მოპოვებული ქონება თუ ხალხის გაყვლეფით მოგროვებული უზარმაზარი ფული.
"მაგრამ ჩვენ უფრო მეტს ვკარგავთ ქართველებო! საზარელი ნაციონალური რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და წინ გავიხედოთ, დრო არ ითმენს! უაზრო დისკუსიების დაბრტყელ-ბრტყელი სიტყვების დრო აღარაა, ქვეყანა გადასარჩენია! საქართველოს მოსახლეობის მოთმინების ფიალა აივსო, უსამართლობით, შიშით, ტყუილით სიდუხჭირით ჩვენი ერის ღირსეულ ნაწილს ეყოფა ძალა და გამბედაობა საქართველო გამოიყვანოს ამ სამარცხვინო მდგომარეობიდან!", _ განაცხადა კახა კალაძემ.