დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან ერთად ქართული ოცნების მიერ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ მანიფესტაციას ლეონიძის ქუჩიდან შეუერთდა.
შეგახსნებთ, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში მასშტაბურ მანიფესტაციას გეგმავს.