დინამოს სტადიონიდან და ვაკის პარკიდან წამოსულ მანიფესტანტებუის კოლონებს, რომლებიც უკვე ერთ კოლონად გაერთიანებულნი მოემართებიან თავისუფლების მოდნისკენ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შეუერთდა. ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე მოწყობილი სცენიდან მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ გააკეთა.
შეგახსნებთ, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში მასშტაბურ მანიფესტაციას გეგმავს.