ავლაბრიდან წამოსული კოლონა თავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ მოწყობილ მანიფესტაციას შეუერთდა. ამ კოლონას კახი კალაძე და სოზარ სუბარი ხელმძღვანელობდნენ.
დინამოს სტადიონიდან და ვაკის პარკიდან წამოსული კოლონები ამჟამად რუსთაველის მეტროსთან იმყოფებიან და ისინი მალე თავისუფლების მოედანზე მივლენ. კოლონები ფილარმონიასთან შეერთდნენ.
შეგახსნებთ, რომ დღეს 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში მასშტაბურ მანიფესტაციას გეგმავს.