პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასი" და მისი ლიდერი ჯონდი ბაღათურია "ქართული ოცნების" დღევანდელ აქციას უერთდებიან. რამდენიმე ხნის წინ კოალიცია "ქართული ოცნების" ვაკის პარკთან შეკრებილ მხარდამჭერებს ძმები გაჩეჩილაძეები შეუერთდნენ.
ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ჩანდა ბოლო თვეების განმავლობაში იგი პოლიტიკიდან არ წასულა და მისთვის მნიშვნელოვანია ის იდეა, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების ცვლილებას და მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება ამ იდეის ავტორი.
შეგახსენებთ, რომ კოალიციას ასევე შეუერთდნენ ნინო ბურჯანაძის პარტია და ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის".