ამ დრომდე უცნობია მივა, თუ არა ,,სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ მანიფესტაციაზე აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" ,,სახალხო კრების" პრესსამსახურის წარმომადგენელმა ბაკურ ბაკურაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ,,დემოკრატიული მოძრაობა" კოალიციის მიერ ორანიზებულ აქციას მხოლოდ ,,სახალხო კრების" ფორმატში უერთდება.
,,დემოკრატიული მოძრაობა" არის სახლხო კრების წევრი და ,,სახალხო კრება", თუ უერთდება აქციას ე.ი. ,,დემოკრატიული მოძრაობაც" უერთდება, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ აქციას და არა პოლიტიკურ კოალიციას ,,ქართულ ოცნებას", _ აცხადებს ბაკურაძე.
მისივე განცხადებით, ჯერჯერობით დაზუსტებული არაა მივა, თუ არა ნინო ბურჯანაძე აქციაზე.
,,ქალბატონი ნინო ,,სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრია , თუმცა ჯერჯერობით მივა, თუ არა აქციაზე გადაწყვეტილი არ არის", _ განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.