თავისუფლების მოედანზე ხალხის რაოდენობამ თანდათან იმატებს, თუმცა თავისუფლების მოედნის ტერიტორია ჯერ ჯერობით შევსებული არ არის.
მოძრაობა თავისუფლების მოედანზე შეზღუდულია. მოედანზე მყოფ ადამიანთა შორის ახალგაზრდები ჭარბობენ.
ამავე დროს კოალიცია ქარული ოცნების ლიდერები დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი აცხადებენ, რომ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას საქართველოს მოქალაქეები რეგოინებიდანაც უერთდებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ ისინი საკუთარი ნებითა და ხარჯებით მოემართებიან.
შეგახსენებთ, რომ კოალიაცია "ქართული ოცნების" აქტივისტებისა და მხარდამჭერების კოლონები ვაკის პარკიდან და დიდუბიდან უკვე დაიძრნენ. ავლაბრის მეტროსთან შეკრებილი ადამიანები კი 15 წუთში დაიძვრებიან.