,,სახალხო კრება", მისი აღმასრულებელი საბჭო სრული შემადგენლობით,"დემოკრატიული მოძრაობა" და"თეთრები"ვუერთდებით "ქართული ოცნების"მიერ ორგანიზებულ დიდ სახალხო შეკრებას.
"აქ იქნება ჩემი ოჯახიც. ქუდზე კაცი "მამულისათვის, დემოკრატიისათვის, შიმშილის დამარცხებისა და ღირსეული მამულისათვის!", - აცხადებს თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი.
შეგახსნებთ, რომ დღეს სახალხო კრებამ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას პროვაკაციიების მოწყობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„სახალხო კრება", როგორც ზეპარტიული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია ყოველთვის იყო დემოკრატიული პრინციპების ერთგული. მიუხედავად პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობისა, „სახალხო კრება", თავისი დაარსების დღიდან, სოლიდარობას უცხადებს ყველა რეალურად ოპოზიციურ ძალას და მოუწოდებს მათ კოორდინირებული, შეთანხმებული მოქმედებებისაკენ და სოლიდარობისაკენ", - ნათქვამია სახალხო კრების გავრცელებულ განცხადებაში.
„სახალხო კრება" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლის 27 მაისს, „ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაზე ხელი აიღოს მისთვის ჩვეული პროვოკაციების დაგეგმვისა და განხორციელებისაგან.
"2011 წლის 21 მაისის მსგავსად, არ გაბედოს აქციაზე მოსვლის მსურველთა და მათი ოჯახის წევრთა დაშინება და დატერორება, არ შეუშალოს ხელი მოქალაქეებს დედაქალაქში თავისუფალ გადაადგილებაში და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობა.
ასევე მივმართავთ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს, ამჯერად მაინც იმოქმედონ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად და არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები", - აღნიშნულია განცხადებაში.