ავღანეთში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აფეთქების შედეგად ნატოს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ალიანსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სავარაუდოდ, ერთ-ერთი გარდაცვლილი სამხედრო დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა - მისი ავტომობილი სამხრეთ პროვინცია ჰელმანდში ნაღმზე აფეთქდა. ამ სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა უკვე დაადასტურეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.
მეორე სამხედრო ქვეყნის აღმოსავლეთში განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა. ამ ინციდენტის დეტალები ასევე მოყვა თუ არა მას სხვა ინციდებტები, რომლებიც შესაძლოა ადამიანების გარდაცვალებასთან იყოს დაკავშირებული უცნობია.
სულ ბოლო თვის განმავლობაში ავღანეთში დაღუპულ ნატოს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობამ 33 -ს მიაღწია. წლის დასაწყისიდან დაღუპულია 165 სამხედრო. სულ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაღუპულ ბრიტანელთა რაოდენობა უკვე 414 აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები