დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პრესსამდივნო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაურკვეველი პირების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას და შანტაჟს. დღეს თბილისის რამდენიმე უბანში უცნობმა პირებმა მოსახლეობას დაურიგეს ფული და „ქართული ოცნების" მაისურები, სთხოვეს მხარდაჭერა გამოეხატათ კოალიციის მიმართ და დასწრებოდნენ სამანიფესტაციო აქციას. ისინი პარალელურად ახდენდნენ ამ პროცესის გადაღებას სახელისუფლებო მედიის მეშვეობით.
ვფიქროთ, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება ხელისუფლების მხრიდან , რომელიც ემსახურება „ქართული ოცნების" დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ თბილისის მოსახლეობას უარი თქვან მსგავს გარიგებაზე და ამგვარი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ „ქართული ოცნების" საორგანიზაციო ჯგუფს, რომლებიც მხარდამჭერთა თავშეყრის ადგილებში იმოძრავებენ."