ოლიმპიური კომიტეტის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ევროპული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი ეწვია.
ჰიკი მონაწილეობას მიიღებს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. პატრიკ ჰიკი უკვე შეხვდა თბილისის მერს, გიგი უგულავას. შეხვედრაზე განიხილეს საკითხი 2015 წელს საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით. იგეგმება პატრიკ ჰიკის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და კათოლიკოს-პატრიარქთან.
პატრიკ ჰიკი ეწვია ველოტრეკს, რომელიც დღეს გაიხსნა. გიგი უგულავამ ევროპული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ქალაქ თბილისის საპატიო თბილისელის წოდება და თბილისის სიმბოლური გასაღები.
პატრიკ ჰიკი ეწვია ძიუდოს დარბაზს, გაესაუბრა ძიუდოისტებს და დაესწრო საქართველოს ნაკრების ვაეჯიშს.
ჰიკი საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება. ევროპის ოპიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად საქართევლოში ათი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის წევრები ჩამოვიდნენ.