სამების ახალგაზრდულ ცენტრში საქველმოქმედო ღონისძიება _ "გრძნობებით დანახული სამყარო" გაიმართება .
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის #202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა, #200 სკოლა - პანსიონი, საჯარო, კერძო და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სკოლების მოსწავლეები, საქართველოს მწერალთა კავშირი, ასევე, ახალგაზრდა მხატვრები.
წარმოდგენილი იქნება: საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ გადმოცემული წიგნები, ახალგაზრდა მხატვრების ნახატები და ყველა მონაწილე სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. მოეწყობა გამოფენა - გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხა თბილისის N202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადაეცემათ.
ღონისძიება გაზეთის ,,Caucasus Times საქართველო", საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.