დღეს, 26 მაისს, 12:00 საათზე, წმ. სამების საკათედრო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, "სახალხო კრება" გადაიხდის პანაშვიდს 2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად და პარაკლისს დაშავებულთა და დაპატიმრებულთათვის.
დასწრების მსურველთა შეკრება დაიწყება 11:00 საათიდან სამების ტაძრის ეზოში.