ხვალ, 26 მაისს, ქართული წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, რუსთაველის გამზირზე "ქართული მრეწველობის აღლუმი - დამზადებულია საქართველოში" გაიმართება, რაც ქართული ეკონომიკის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა სფეროს გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების შეიქმნას ისახავს მიზნად.
"ესაა ღონისძიება, რომლის ფარგლებში ასეულობით საწარმო მონაწილეობს. მათ საშუალება ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია, ნაწარმი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მანანა მანჯგალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისში გამართულ სამრეწველო აღლუმზე მნიშნელოვან ადგილს საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკა დაიკავებს.
"განსაკუთრებულ ადგილს აღლუმზე ვფიქრობ, დაიკავებს ქართული სამხედრო წარმოების ტექნიკა. ეს არის "ლაზიკა" და "დიდგორი", უპილოტო თვითმფრინავები და სხვა სახის ტექნიკა. ასე რომ, ერთი დღის განმავლობაში ჩვენს თანამამულეებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ საქართველოში დამზადებული ყველა პროდუქტი, ნაწარმი, რომელიც ქართულია და ადგილობრივია", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.