7 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მარის ლიეპას დაბადებიდან 75-წლისთავისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი კლასიკური ბალეტის თანამედროვე ვარსკვლავთა მონაწილეობით გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ დიდი თეატრის პრიმაბალერინა, მოდელი და მსახიობი, ილზე ლიეპა, რუსეთის სახალხო არტისტი, საერთაშორისო თეატრალური პრემიების ლაურეატი, დიდი თეატრის პრემიერი, ცნობილი მოცეკვავე და ტელეწამყვანი, მსოფლიო საბალეტო ხელოვნების "ვარსკვლავი" ნიკოლოზ ცისკარიძე, რომელიც 15 წელია არ გამოჩენილა ქართულ საბალეტო სცენაზე.
გალაკონცერტი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.