საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და თურქეთის ქვეყნებს შორის კულტურული, საზოგადოებრივი და მეგობრული ურთიერთობების განვითარების საქმეში გაწეული დიდი ღვაწლის აღსანიშნავად, "საქართველოს მეგობრობის ასოციაციის" თავმჯდომარე ალი რიზა ალთუნელი-დარბაზიშვილი საპატიო დოქტორის დიპლომით დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. ჯილდო საპატიო სტუმარს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.