დღეს დილით, დაახლობით 9:45 საათზე, თურქეთის კაიზერის პროვინციაში, ქალაქ პინარბაშიში, პოლიციის სამმართველოს შენობაზე თავდასხმა განხორციელდა.
თურქეთის რესპუბლიკის შინაქან საქმეთა მინისტრის იდრის ნაიმ შაჰინის განცხადებით, ქ.პინარბაშის პოლიციის სამმართველოს შენობა, სადც ტერაქტი განხორციელდა, ტერორისტების პირველადი სამიზნე არ იყო.
წინასწარი მონაცემებით, დღეს დილით ქაჰრამანმარაშის ოლქში, პოლიციის საგზაო საკონტროლო პუნქტს ავტომანქანა მიუახლოვდა, რომელსაც ჩვეულებრივი შემოწმება უნდა გაევლო. ავტომანქანის მძღოლი პოლიციის "სდექ" ბრძანებას არ დაემორჩილა და მაღალი სიჩქარით გზა განაგრძო. ხანგრძვლივი დევნის შედეგად ტერორისტები ქალაქ პინარბაშიში აღმოჩნდნენ, სადაც პოლიციის სამართველოს შენობის შემოღობვა გაიტანეს და სამმართველოს შიდა ეზოში აღმოჩნდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. სატრანსპორტო საშუალებაში, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამი ტერორისტი იჯდა, რომლებსაც წელზე ე.წ. "შაჰიდის" ქამრები ჰქონდათ დამაგრებული. გახსნილი ცეცხლის შედეგად, ორი ტერორისტი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე მძიმედ დაიჭრა. გადარჩენილმა ტერორისტმა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა მოასწრო - მან ასაფეთქებელი მოწრობილობა მოქმედებაში მოიყვანა, რის შედეგადაც 2 პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალე, ხოლო 20-მდე სამართალდამცავმა და შემთხვევითმა გამვლელმა სხვდასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ყველა დაზარალებული ჰოსპიტალიზებულია, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტების პირველადი სამიზნე ოლქის გუბერნატორის მევლუდ ბილიჩის სიცოცხლე იყო.
თურქეთის პრეზიდენტმა აბდულაჰ გიულმა და პრემიერ-მინსტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს, ხოლო დაზარალებულ თანამოქალაქეებს სწრაფი გამოჯანმრთელობა უსურვეს. რას შეეხება ტერორისტების შემოტევას, მათ განაცხადეს, რომ "ხელისუფლება ტერორისმის აღმოსაფხველად ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართავს, რათა მომავალში ამგვარ ინციდენტებს ადგილი აღარ ჰქონდეს".