სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანას გაეროს საწევროს გადასახადის გადახდა არ შეუძლია, რადგანაც ამერიკული ბანკები მათ ანგარიშს არ ხსნიან.
როგორც გაეროში სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა ბაშარ ჯაფარმა განმარტა, გასული წლის ბოლოს ამერიკის ერთ-ერთმა ბანკმა გაეროს წევრების დიპლომატიური მისიების ანგარიშები გაყინა, მათ შორის სირიისაც. ამის შემდეგ მათ ახალი ანგარიში ვაშინგტონის ბანკში გახსნეს, თუმცა მალე აღნიშნული ანგარიშიც დაიხურა.
დამასკომ აშშ-ს მოუწოდა, რაც შეიძლება დროულად გადაწყვიტოს აღნიშნული პრობლემა.