თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად 24 წლის გოგონა გარდაიცვალა.
ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ის ჯერ ხეს, ხოლო შემდეგ, სატვირთო მანქანას შეეჯახა.
ავარიის შედეგდ ასევე დაშავდა ორი ადმიანი, რომელიც შემთხვევის დროს ავტომანქანაში იმყოფებოდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადება ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.