დღეს, 25 მაისს, 15. 00 კაფე ,,CITY TIME"-ში ახალი გაზეთის პრეზენტაცია გაიმართება.
გაზეთ "Geo Times" -ის შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მედია ჰოლდინგ "The Georgian Times" -მა შეწყვიტა ამავე სახელწოდების ქართული და ინგლისურ ენოვანი გაზეთების ბეჭდვა. ამის შესახებ Geo Times-ის რედაქციიის პრეს რელიზშია ნათქვამი.
"სწორედ ამის შემდეგ, ჰოლდინგის ყოფილმა ქართველმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა დააფუძნეs or ენოვანი გაზეთი "Geo Times" -ი. გაზეთის შექმნის იდეა განპირობებული იყო სხვადასხვა გარემოeბებით: უპირველეს ყოვლისა, შეიქმნას ობიექტური, დამოuკiდებელი და მიუკერძოებელი მედია საშუალება როგორც ქართველი ასევე უცხოელი მკითხველისთვის. ვიnაიდან გაზეთი არის ორ ენოვანი, ყველა მასალა განთავსდება ქართულ და ინგლისურ ენებზე", - აცხადებენ "Geo Times"-ის გამომცემლები.
მათივე განმარტებით, "The Georgian Times"-ის ჟურნალისტების გარკვეულ ნაწილს არ სურდა დაკარგულიყო ის ნიშა, რომელიც მას ეჭირა თავის დროზე მედია საშუალებებში და გარკვეულწილად განვითარებულიყო კიდეc, ვინაიდან ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოსცემდა ინგლისuრ ენოვან გაზეთს.
"ამიტომაც დაარსდა გაზეთი ,,ჯეო-თაიმსი,'' რომლის დაფუძნებაც გამოწვეულია იმ ნოსტალგიით, რომელიც ყოფილ ,,ჯორჯიან თაიმსელებს'' აქვთ. ბევრმა ჩვენგანმა ამ გაზეთში ჟურნალისტური კარიერა დაიწყო, ბევრმა ცოდნა გაიღრმავა, ბევრი კი უბრალოდ წარმატებულ ადამიანად იქცა. ბევრისთვის იგი სკოლაც იყო და სტიმულიც, ამიტომ გამოცემის დახურვის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ ერთგვარი რეამინირება. გაზეთი "Geo Times" -ი არის აბსოლიტურად დამოუკიდებელი გამოცემა და აღვნიშნავთ, რომ მის უკან არ დგას არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი, არ ვასრულებთ არავითარ პოლიტიკურ დაკვეთას და პირიქით, ვემიჯნებით კიდეც რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიზნებს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.