დღეს, 25მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს რამდენიმე რეგიონში: შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში, ქუთაისში, ოზურგეთში, გურიაში, აჭარაში გაიმართება ჟურნალისტების მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, ჟურნალისტების მოთხოვნაა:
შეწყდეს ჟურნალისტების დევნა; ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიენების მხრიდან, არ ჰქონდეს ადგილი ხელშეშლის ფაქტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს;
დაიწყოს გამოძიება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხელშეშლის ფაქტებზე.
აქციას სახელწოდებით - 'ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები' - ასობით ჟურნალისტი უერთდება სხვადასხვა მედიასაშუალებიდან.
აქციის კორდინატორი დასავლეთ საქართველოში მედიაჯგუფი "აჭარა P.S."-ის ჟურნალისტი სულხან მესხიძეა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გაზეთ "რუსთავის ამბების" რედაქტორი, თამარ ბატიაშვილი.