კამპანიის "ეს შენ გეხება" წევრები განსხვავებული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობას კატეგორიულად მოითხოვენ.
როგორც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობაა.
მისი თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე შეთანხმება შედგა, თუმცა, მისივე თქმით, არის პრინციპული საკითხები, რომელზეც მმართველ გუნდთან შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
მაგალითისათვის ჩუგოშვილმა სავალდებულო ტრანზიტი დაასახელა, რომლის თანახმადაც, საკაბელოზე უნდა გავიდეს ყველა ის ტელევიზია, რომლებიც დღეს ვერ ახერხებენ მაუწუყებლობას.
საიას ინფორმაციით, მმართველი გუნდი შეუთანხმებლობის მიზეზად, აღნიშნულ სფეროში გარკვეულ ბიზნეს ინტერესებს ასახელებს, თუმცა, ჩუგოშვილის განცხადებით, მოსახლეობას უნდა ქჰონდეს განსხვავებული ინფორმაციის მიღების საშუალება და გადაწყვეტილებას თავადვე მიიღებს.
"მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სხვა პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად", - დასძინა საიას ხელმძღვანელმა.
კამპანია "ეს შენ გეხებას" მიერ პარლამენტში 7 მაისს შეტანილი საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტთან დაკავშირებით დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა.