ისრაელის პრესის და დიასპორის სამინისტროს გენერალური დირექტორი რონენ პლოტი ისრაელსა და საქართველოში ისრაელ-საქართველოს დღეების ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც რონენ პლოტმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს და ებრაულ-ქართული დღეების ჩატარების შესახებ ინიციატივას დააყენებს.
როგორც პლოტი განმარტავს, ეს იქნება არაკომერციული პროექტი და ქართველ ხელოვანებს სხვადასხვა კულტურული ღონისძიების გამართვა ისრაელში სრულიათ უფასოდ შეეძლებათ. ანალოგიურად, ებრაელი მომღელები კონცერტებს საქართველოში უფასოდ ჩაატარებენ.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის ანალოგიური არაკომერციული, კულტურული დღეები მრავალ ქვეყანაში იმართება.