"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოსა და დუისის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე სოფლის მეურნეობის პროგრამაზე და სხვა პრებლემებზე ისაუბრეს.
"პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა სასუქისა და შხამ-ქიმიკატების მკვეთრ დეფიციტს განიცდიან. აღნიშნულ პროდუქტებზე და საწვავზე ფასების ზრდამ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს ჩატარება გაართულა. ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქმედებს, მაგრამ ხელისუფლებას არ გააჩნია აღნიშნული სფეროს განვითარების სტრატეგია. სოფლების დიდი რაოდენობა ტრაქტორების გარეშეა დარჩენილი, თუმცა ქვეყანაში პრეზიდენტის ტრაქტორების პროგრამა ხორციელდება. ჩვენ გვაქვს სასუქების წარმოება, მაგრამ მოსახლეობისთვის ის მიუწვდომელია. ჩვენ აშენებული გვაქვს ახალი საავადმყოფოები, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდება", - განაცხადა გამყრელიძემ.