საქართველოში ნეშტის გადმოსვნებისას, მოქალაქეები საკონსულო მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ცვლილება "საკონსულო მოსაკრებლის შესახებ" კანონში შედის, რომელიც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს იურუდიული დეპატამენტის დირექტორმა ირაკლი ქოიავამ განაცხადა, საქართველოში უცხოეთიდან ნეშტის გადმოსვენების პროცესში, მოქალაქეების საკონსულოებში, გადმოსვენების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციის და თარგმანის შესრულების მოსაკრებლისაგან გათავისუფლდებიან.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში პირველი მოსმენით მიმდინარეობს.