ხვალ, 25 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს რამდენიმე რეგიონში: შიდა და ქვემო ქართლში - მერიის წინ, გორში - გამგეობის წინ, კახეთში - პაპას ბაღის მიმდებარე ტერიტორია, ქუთაისში - პარლამენტის წინ, ოზურგეთში - კინოს მიმდებარე ტერიტორია, ლანჩხუთში - ქალაქის მთავარ ბაღში, აჭარაში - ევროპის მოედანზე, გაიმართება ჟურნალისტების მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, ჟურნალისტების მოთხოვნაა:
შეწყდეს ჟურნალისტების დევნა;ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიენების მხრიდან, არ ჰქონდეს ადგილი ხელშეშლის ფაქტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს;
დაიწყოს გამოძიება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხელშეშლის ფაქტებზე.
აქციას სახელწოდებით - 'ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები' ასობით ჟურნალისტი უერთდება სხვადასხვა მედიასაშუალებიდან.
აქციის კორდინატორი დასავლეთ საქართველოში მედიაჯგუფი ,,აჭარა P.S." -ის ჟურნალისტი სულხან მესხიძეა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გაზეთ ,,რუსთავის ამბების" რედაქტორი, თამარ ბატიაშვილი.