სტამბულში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა. 21 წლის გურამ გაბუნიას საავადმყოფოში მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება საქართველოს ერთი მოქალაქე გაიოზ ასტაპოვი. ექიმების განცხადებით, მისი მდომარეობა დამაკმაყოფილლებელია.
ორი დღის წინ დაღუპული უჩა ბერიძისა და გოჩა მარშანიას ცხედრები სტამბულის პროზექტურიდან ჯერ-ჯერობით საქართველოში არ გადმოუსვენებიათ.
თურქეთში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები დაღუპულთა საქართველოში გადმოსასვენებლად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობენ.
შეგახსნებთ, რომ ალკოჰოლით ინტოქსიკაცია საქართველოს ოთხმა მოქალაქემ ორი დღის წინ მიიღო. ორი მათგანი მაშინვე დაიღუპა.