დღეს, 24 მაისს, რომან დუმბაძეს ბათუმში დაკრძალავენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაური რომან დუმბაძე მოსკოვში მოკლეს. დუმბაძე თავისა და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. ბოროტმოქმედები მოტოციკლით მოძრაობდნენ, ისინი დუმბაძეს მიუახლოვდნენ, რომელიც ამ დროს რუბლიოვსკოეს გზარკეცილის პირას მიდიოდა.
დუმბაძე ცნობილია იმით, რომ საქართველოსა და მისი ერთ ერთი რეგიონის აჭარის ხელისუფლების კონფლიქტის დროს მან უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე და ასლან აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამის გამო იგი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 2004 წელს დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატის მუხლით მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. დუმბაძე 2008 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.
2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.