საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დან მიჰაი ბარლიბას შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები, ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთქმედების გააქტიურების აუცილებლობას.
შეხვედრისას რუმინულმა მხარემ კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აღნიშნულ პროცესში საკუთარი გამოცდილება ქართულ მხარეს გაუზიაროს.